საქართველოს გუნდმა ნეაპოლში მიმდინარე მსოფლიო უნივერსიადაზე მეორე მედალი მოიპოვა: ძიუდოკა ტატო გრიგალაშვილი 81კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ახალგაზრდა ფალავნისთვის ეს მესამე საერთაშორისო მედალია 2019 წელს. სამივე შემთხვევაში ტატო ბრინჯაოს დაეუფლა. ნეაპოლის უნივერსიადამდე ის კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე შედგა თბილისის გრან პრიზე და ბაქოს გრან სლემზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გუნდის აქტივში უკვე ორი მედალია. გრიგალაშვილამდე ვერცხლს დაეუფლა კიდევ ერთი ძიუდოკა ლაშა ბექაური (90კგ).
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო