ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
მინსკი 2019: მესამე ოქრო - დავით ლორიაშვილი ჩემპიონია!

სამბისტ ვაჟთა შორის ბოლო მედალოსანი შედარებით გვიან, ქალთა წონების დაჯილდოების ცერემონიების შემდეგ გამოვლინდა: ევროპის სამგზის ჩემპიონი დავით ლორიაშვილი (100კგ) ლატვიელ ვიქტორს რესკოს დაეჭიდა.

პირველი ქულის მოსაპოვებლად დავითს 25 წამი დასჭირდა, ორთაბრძოლის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ლორიაშვილის უპირატესობა ორ ქულამდე გაიზარდა და ფინალიც ასე დასრულდა - 2:0.

ლორიაშვილის ტრიუმფით სამბისტების დღევანდელი მონაგარი 4 მედლამდე გაიზარდა, საქართველომ კი ამ ოქროთი ხარისხობრივად უკვე გააუმჯობესა ევროპის I თამაშებზე, 2015 წელს ბაქოში ნაჩვენები შედეგი: ოთხი წლის წინ გუნდმა ძიუდოკების ავთანდილ ჭრიკიშვილის და ადამ ოქრუაშვილის ორი ოქროთი დაასრულა ბაქო 2015, მინსკში კი პირველივე საშეჯიბრო დღეს 3-ჯერ აჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

კიდევ ერთხელ, დიდი სიამოვნებით შეგახსენებთ ევროპის II თამაშების დღევანდელ ჩემპიონებს: ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო; 60კგ) და სამბისტები ვახტანგ ჩიდრაშვილი (57კგ) და დავით ლორიაშვილი (100კგ).



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო