მინსკის სპორტის სასახლეში, სამბისტთა ტურნირში, 57კგ წონაში ვახტანგ ჩიდრაშვილი რუსეთის სახელით მოასპარეზე საიან ხერტეკს დაუპირისპირდა. ძალიან დაძაბული ფინალი ტიტულიანმა ქართველმა მოიგო!
ჩიდრაშვილმა საქართველოს გუნდს მეორე ოქროს მედალი მოუტანა: რამდენიმე საათით ადრე მინსკი 2019-ის ჩემპიონი გახდა ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი!
ვახტანგ ჩიდრაშვილი ევროპის თამაშების ორგზის მედალოსანია: 28 წლის ქართველმა სამბისტმა 2015 წელს, ბაქოში ბრინჯაო მოიგო. სხვათა შორის, მედალი მან მაშინაც 22 ივნისს მოიგო.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო