საქართველოს გუნდმა ევროპის II თამაშებზე პირველი ოქროს მედალი იზეიმა - ლუხუმ ჩხვიმიანმა ფინალში ესპანელი ფრანსისკო გარიგოსი დაამარცხა!
მინსკი 2019-ის ოქროსთან ერთად ჩხვიმიანმა ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიგო. შეგახსენებთ, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, წლევანდელი თამაშები ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული.
თურქი მიჰრაჩ აკუსი, ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუა და ფრანგი ვალიდე ხიარი - ამ მეტოქეებს სძლია ჩხვიმიანმა ფინალამდე.
60კგ წონაში ჩვენმა გუნდმა ორი მედალი მოიგო - ჩხვიმიანის ტრიუმფამდე რამდენიმე წუთით ადრე ბრინჯაოს დაეუფლა ამირან პაპინაშვილი.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო