ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
მინსკი 2019: საქართველოს პირველი მედალი - პაპინაშვილი მესამეა!

ამირან პაპინაშვილი ევროპის II თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია! ქართველმა ძიუდოკამ საქართველოს გუნდს პირველი მედალი მოუტანა ბელარუსის დედაქალაქში - მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან გერმანელი მორიც პლაფკი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ამირანმა ამავე სინჯის მედალი ევროპის I თამაშებზეც მოიპოვა. შესაბამისად, ის პირველი ქართველია, რომელმაც ევროპის ორივე თამაშები პრიზიორთა შორის დაასრულა.

ხოლო ის, რომ ძიუდოისტთა შეჯიბრება მინსკში ევროპის ჩემპიონატთანაა გათანაბრებული და ჩემპიონ-პრიზიორებს თამაშების ჯილდოებთან ერთად კონტინენტის პირველობის შესაბამისი მედლებიც გადაეცემათ, კარგა ხანია ცნობილია.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო