ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
მინსკი 2019: მოკრივეებმა და მშვილდოსნება პირველი ეტაპი დაძლიეს

ევროპის II თამაშებში ქართველი მოკრივეები და მშვილდოსნებიც ჩაებნენ.

მოკრივეებიდან 1/16-ფინალური ბარიერი გადალახა არტუშ გომციანმა, რომელმაც უმსუბუქეს წონაში (56კგ) პოლონელი იაროსლავ ივანოვი დაამარცხა და 1/8-ფინალში რუსეთის წარმომადგენელ ბახტოვარ ნაზიროვს შეხვდება.

გიორგი ხარაბაძემ (75კგ) 1/32-ფინალურ შეხვედრაში სერბ მილოსლავ სავიჩს მოუგო და 1/16-ფინალში აზერბაიჯანელ კამრან შახსუვარლის დაუპირისპირდება. ნიკოლოზ ბეგაძემ (91კგ) 1/16-ფინალში ლუქსემბურგელ მიშელ ერპელდინგს მოუგო და 1/8-ფინალში უკრაინელ რამაზან მუსლიმოვს შეხვდება.

1/16 ფინალური დაპირისპირებაში უნგრელი იშტვან ნაგი დაამარცხა მიხეილ ბახტიძემ (+91) და შემდეგ ეტაპზე ირლანდიელ დინ გარდინერთან უწევს ბრძოლა.

სასიხარულოა, რომ საწყისი ეტაპები გადალახეს მშვილდოსნებმაც: ჯაბა მოსეშვილი ერთეულებში 1/32 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე იქნება ხორვატი მატია მიჰალიჩი. ასევე 1/32 ფინალში გავიდა ციკო ფუტკარაძეც, რომელსაც პოლონელ სილვია ზაიზანსკისთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

მშვილდოსანთა შერეულ წყვილებში მოსეშვილი/ფუტკარაძის წყვილმა 1/16 ფინალში პოლონეთი 5:1 დაამარცხა, მაგრამ მერვედფინალში ჰოლანდიასთან 4:5 დამარცხდა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო