გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებები ასპარეზობენ, პირველ წარმატებას ხმლით ასპარეზობაში მივაღწიეთ.
სანდრო ბაზაძემ ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო, 1/16-ფინალში თანაგუნდელ მიხეილ მარდალეიშვილთან მოუწია ურთიერთობის გარკვევა - 15:12 მოუგო, 1/8-ფინალში 15:8 დაამარცხა უნგრელი ტამაშ დეკში, შემდეგ ასევე უნგრელ ანდრაშ შატმარის 15:10 სძლია მეოთხედფინალში და ჯამში ცხრა მოგება დააგროვა.
ნახევარფინალში ქართველი რუსეთის წარმომადგენელ კამილ იბრაგიმოვთან 11:15 დამარცხდა და მესამე ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ სანდრო ბაზაძისთვის ეს ზედიზედ მესამე ევროპული ბრინჯაოა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო