ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ევროპული ოქრო და ბრინჯაო!

იტალიის ფაენცაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე გათამაშებული მედლების პირველი კომპლექტიდან საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა!

მძიმე წონით კატეგორიაში (110კგ) საუკეთესო აღმოჩნდა მათე გოქაძე, რომელმაც უნგრელი, ბელარუსი და თურქი მოწინააღმდეგეები დაამარცხა და ფინალში რუსეთის წარმომადგენელს საიდ მუსაევს შეხვდა. ორთაბრძოლა გოქაძის აშკარა უპირატესობით წარიმართა (8:0) და მისივე ჩემპიონობით დასრულდა!

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა დიმიტრი ხაჩიძემ (55კგ). ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში უკრაინელი ედუარდ სტრილჩუკი 5:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს მედლების მოპოვების შანსი აქვს დღევანდელ სესიაშიც. დათა ჩხაიძე (71კგ) ფინალშია და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს მოლდაველ ალექსანდრინ გუტუსთან, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ნიკა ბროლაძე (60კგ).



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო