ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ოლიმპიურ კომიტეტს პოლონეთის დელეგაცია ესტუმრა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა პოლონელ სტუმრებს უმასპინძლა. სეოკ-ს პოლონეთის სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა კომიტეტის თავკაცი ტომაჟ დაუერმენი, ამავე კომიტეტის მთავარი საბჭოს ვიცე-თავმჯდომარე რიჟარ ნავრატი და პოლონეთის ფრენბურთის ფედერაციის ლიცენზირებული მენეჯერი, დოქტორი ანჯეი გრზიბი ეწვივნენ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ სეოკ-ის  პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის უფროსი ედიშერ მაჩაიძე, საქართველოს სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ჯამლეტ ხუხაშვილი და კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ქართულ და პოლონურ სპორტში მიმდინარე პროცესები, მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების საკითხები, საერთაშორისო სპორტში მიმდინარე ტენდენციები.

ლერი ხაბელოვმა სტუმრებს მოკლედ გააცნო ქართული სპორტის ოლიმპიური ისტორია, ჩვენი სპორტსმენების სამზადისი მომავალი მნიშვნელოვანი ოლიმპიური შეჯიბრებებისთვის.

თავის მხრივ, პოლონელმა სტუმრებმა აღნიშნეს, რომ გეგმავენ აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ფედერაციასთან, ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რათა საქართველოში ჩატარდეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრებები.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო