თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ ევროპის II თამაშებისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელა.
მინსკი 2019-ზე გუნდი საუკეთესო ფალავნებით იასპარეზებს. მთავარი დანაკლისი მსოფლიოს ჩემპიონი და მრავალგზის პრიზიორი, რიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი გენო პეტრიაშვილი. მძიმეწონოსანი მოჭიდავე ჯერ კიდევ ტრავმას იშუშებს. მას იმედისმომცემი გივი მაჭარაშვილი ჩაანაცვლებს.
საქართველოს ნაკრების ღირსებას ბელარუსის დედაქალაქში დაიცავენ:
57კგ: ლაშა ლომთაძე
65კგ: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
74კგ: ავთანდილ კენჭაძე
86კგ: სანდრო ამინაშვილი
97კგ: ელიზბარ ოდიკაძე
125კგ: გივი მაჭარაშვილი
ევროპის I თამაშებზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ძიუდოს შემდეგ ყველაზე მეტი - 5 მედალი მოუტანეს საქართველოს გუნდს. ბექა ლომთაძე (61კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97კგ) ბაქო 2015-ის ფინალში დამარცხდნენ, ჯუმბერ ყველაშვილმა (74კგ), სანდრო ამინაშვილმა (86კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო