საქართველოს სტუდენტური კალათბურთის ლიგა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ახალი სეზონიდან, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან ერთად ლიგის ორგანიზატორი კალათბურთის ეროვნული ფედერაცია იქნება.
ლიგის გამარჯვებული საქართველოს საკლათბურთო ჩემპიონატის მეორე - „ა ლიგის“ საგზურს მოიპოვებს და დაფინანსების სახით 60 000 ლარს მიიღებს. ისტორიაში პირველად, სტუდენტური ლიგიდან გუნდებს პროფესიონალურ კალათბურთში მოხვედრის შანსი ეძლევათ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე მოადგილემ შალვა გოგოლაძემ, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა და საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ არჯევანიძემ ისაუბრეს. პრესკონფერენციას დაესწრნენ სტუდენტური ლიგების მონაწილე გუნდების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
პრესკონფერენციის შემდეგ ჩატარდა კენჭისყრა. ლიგის მონაწილე 8 გუნდი 2 ჯგუფში გადანაწილდა. რეგულარული ჩემპიონატი, რომელიც 15 ივნისს აიღებს სტარტს, 2 წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც რვავე გუნდი პლეი ოფში გავა და მეოთხედფინალში ჯგუფურ ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით ჯვარედინი სისტემით დაწყვილდება. პლეი ოფის პირველ წრეში ერთმატჩიანი სერიები იქნება, ნახევარფინალური და ფინალური სერიები კი 2-2 მატჩისგან შედგება. მატჩების ლაივ-სტატისტიკის ხილვა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვებ გვერდზე (GBF.ge) იქნება შესაძლებელი.
ა ჯგუფი ბ ჯგუფი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო