ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თავისუფალი ჭიდაობა: 3 მედალი ევროპაზე

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 3 მედლით დაასრულა. ისევე, როგორც ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპირველობას, ამ ტურნირსაც პონტევედრამ უმასპინძლა.

ესპანეთში ჩემპიონის ტიტული მოიგო მირიან მაისურაძემ (86კგ). ქართველმა ფალავანმა ყველა, ოთხივე ორთაბრძოლა მოიგო, ფინალში კი სომეხი მხერ მარკოსიანი დაამარცხა - 3:1.

ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ გოგა მამიაური (74კგ) და ვასილ ხვისტანი (125კგ). პირველმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი ნასიბ ისაიევი დაამარცხა -10:0, ხოლო ხვისტანმა ბელარუს მიკიტა გორშუნს სძლია - 9:5.

შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა გუნდმა ევროპირველობა 6 მედლით და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო