ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძალოსნობა: ირაკლი ჩხეიძე მსოფლიოს ჩემპიონია!

ფიჯის დედაქალაქ სუვაში მიმდინარე ძალოსანთა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა: გამარჯვება ირაკლი ჩხეიძემ იზეიმა!

ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა ატაცში 162, შემდეგ კი 167 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა, აკვრაში კი მეორე ცდაზე 204კგ დაიმორჩილა და ოქროს მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამში მან 371 კილოგრამით დაასრულა ასპარეზობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა!

შეგახსენებთ, რომ ორი დღით ადრე ბუენოს აირესის შარშანდელი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანმა არჩილ მალაყმაძემ (73კგ) ატაცში 142 კილოგრამი დაძლია, რამაც მას მცირე ბრინჯაოს მედალი მოუტანა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო