ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
მიხეილ გიორგაძე კორეის რესპუბლიკის პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

კორეის რესპუბლიკის პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, კომიტეტის გენერალური მდივანი ჩუნ ჰი ჯა და პროექტების მენეჯერი იე სუალ ლი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს მიხეილ გიორგაძეს შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა მაისურაძე.

სამხრეთ კორეის პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა სრული ინფორმაცია მიიღეს საქართველოში პარასპორტის განვითარების, სამომავლო გეგმებისა და პერსპექტივების შესახებ. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პარასპორტის მიმართულებით, სხვადასხვა სახეობაში გამოცდილების გაზიარებასა და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, კორეის რესპუბლიკაში პარასპორტსმენებისა და მწვრთნელების გადამზადებაზე. მიხეილ გიორგაძემ საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო