ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ქართველი მკლავჭიდელების მორიგი წარმატება!

საბერძნეთის ქალაქ ლუტრაკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მკლავჭიდის ნაკრებმა 120 მედალი მოიპოვა. უფროსებში ჩვენმა გუნდმა 4 ოქროს, 6 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით გუნდური მეორე ადგილი დაიკავა.

ახალგაზრდულმა ნაკრებმა 24 ოქროს, 14 ვერცხლისა და 15 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმო. პირველ ადგილზე გავიდნენ პარამკლავჭიდელებიც, რომელთა ანგარიშზე 23 ოქროს, 20 ვერცხლისა და 9 ბრინჯაოს მედალია.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო