ბულატ ტურლიხანოვის სახელობის საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დაასრულა.
67კგ წონით კატეგორიაში შმაგი ბოლქვაძე ფინალამდე მივიდა, თუმცა ტრავმის გამო ოქროს მედლისთვის ვეღარ იჭიდავა - ვერცხლს დასჯერდა, იაკობ ქაჯაიამ (130კგ) კი ბრინჯაო მოიგო.
ალმატის საერთაშორისო ტურნირი გაერთიანებული მსოფლიო ჭიდაობის - UWW - ეგიდით ჩატარდა, მედლები კი მხოლოდ ოლიმპიურ წონით კატეგორიებში - 60-67-77-87-130კგ - გათამაშდა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო