დღეს კანოისტმა ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის პირველი ეტაპი მოიგო! ტურნირს 23 მაისიდან პოლონეთის ქალაქი პოზნანი მასპინძლობს.
ქართველმა ნიჩბოსანმა ტრადიციულად 200 მეტრზე გაცურვაში იასპარეზა და ფინალში საუკეთესო დრო დააფიქსირა - 39.191 წამი. ყაზახი ტიმურ ხაიდაროვი მეორე იყო (39.743), ბელარუსი არტიომ კოზირი კი მესამე (39.819).
შეგახსენებთ, რომ შარშან, ბელგრადში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ნადირაძემ ამავე დისციპლინაში ოქროს მედალი მოიგო (39.200).
ზაზა პირველი ქართველი კანოისტია, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამავდროულად, ის პირველი ქართველია, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა - რიო დე ჟანეიროში მას მედლამდე წამის მეასედები დააკლდა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო