ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ლაშა ტალახაძე ბათუმის საპატიო მოქალაქეა

ძალოსნობაში ოლიმპიურ, მსოფლიო სამგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონს, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

წოდების ოფიციალური ფორმულირება ასეთია: სპორტის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

აპრილში, ბათუმში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა გოლიათმა მეოთხედ მოიგო კონტინენტის უძლიერესი ძალოსნის ტიტული, ოქროს მედლებისკენ გზაზე კი მან 5 მსოფლიო რეკორდი დაამყარა!

ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება ქართველ სპორტსმენს ვიცე-მერმა თენგიზ პეტრიძემ მერიაში გადასცა. ოფიციალურ შეხვედრაზე ლაშას წარმატებები მიულოცეს. შეგახსენებთ, რომ 20 მაისს მას მეორედ გადაეცა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრიზი, როგორც მსოფლიოს წლის ძალოსანს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო