ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის თასი 8 მედლით დაასრულა. ტურნირს ბიელსკო-ბიალამ (პოლონეთი) უმასპინძლა.
ევროპის თასის მფლობელი გიზო გუგუნაშვილი (90კგ) გახდა, ხოლო გიგა ტატიაშვილი (+90კგ) ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ბრინჯაოს მედლები ნიკა ბაჩიაშვილმა (50კგ), კაკო ჩაფურიშვილმა (50კგ), კოტე კაპანაძემ (60კგ), გიორგი ტერაშვილმა (66კგ), ალექსანდრე ლოლაძემ (72კგ) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+90კგ) მოიგეს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო