ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სამბო: 7 მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ხიხონში გამართული ევროპის ჩემპიონატი 7 მედლით დაასრულა.

კონტინენტის ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედლები მოიპოვეს თორნიკე ჭოველიძემ (62კგ), მინდია ლილუაშვილმა (68კგ), გოგონებში კი ელენე ქებაძემ (+80კგ).

ბექა ბერძენიშვილი (+100კგ) და ნინო ოძელაშვილი (80კგ) ფინალში დამარცხდნენ და ვერცხლს დასჯერდნენ, ხოლო ლევან ბერბერაშვილმა (52კგ) და ირაკლი კუპატაძემ (57კგ) ბრინჯაოს მედლები მოიგეს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო