საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით 3X3 კალათბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები ჩატარდა. მატჩები ქუთაისის მე-11 სპორტსკოლის დარბაზში გაიმართა.
ვაჟთა შორის გამარჯვებული ქუთაისის მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლა გახდა. გოგონათა შორის ტიტულს ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა დაეუფლა.
ზონალური თამაშების გამარჯვებული გუნდები პირველობისთვის ბრძოლას დასკვნით ეტაპზე გააგრძელებენ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო