ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ზედიზედ მეორედ აღიარა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად. დაჯილდოების ცერემონიას ქობულეთის სასტუმრომ ‘Georgian Palace’ უმასპინძლა.
ტალახაძეს სპეციალური პრიზი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ტომაშ აიანმა გადასცა. პარალელურად, დაჯილდოვდა 2018 წლის საუკეთესო ქალი ძალოსანი. ესპანელი ლიდია ვალენტინი, ტალახაძის მსგავსად, მეორე წელია ინარჩუნებს საუკეთესო ძალოსნის წოდებას.
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვაში ლაშა ტალახაძემ 17 800 ხმა დააგროვა, ხოლო ლიდია ვალენტინმა - 13 000. შეგახსენებთ, რომ ორივე ძალოსანი ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია.
ფოტო: ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო