https://forms.gle/Npnq5k3sEqycACPD6,
ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე:
georgiaforpeople@gmail.com
მიუთითეთ ბავშვის სახელი, გვარი, ასაკი, დაბადების თარიღი და საკონტაქტო ინფორმაცია.
პროცესს უეფა-ს B ლიცენზიის მფლობელი, პროფესიონალი საფეხბურთო მწვრთნელი ალა ფილინა ხელმძღვანელობს, რომელიც ამავდროულად არის აკადემიისა და ქალთა საფეხბურთო სკოლის - ‘GirlPower’ თანადამფუძნებელი.
საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელები იყენებენ განათლების ევროპულ მეთოდებს, იზიარებენ ბრიტანეთის საფეხბურთო კლუბების აკადემიების, აგრეთვე შვეიცარიის ბავშვთა სპორტული ცენტრებისა და აშშ-ის ბავშვთა ფსიქოლოგების გამოცდილებას. TagSport-ის გუნდის მთავარი მისიაა ბავშვებისთვის, განურჩევლად სქესისა და შესაძლებლობებისა ხელმისაწვდომი გახადოს ფეხბურთი.
მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 49ა (სპორტის უნივერსიტეტის უკან მდებარე მინი სპორტული მოედანი). ვარჯიშები ტარდება კვირაში ორჯერ, ქართულ და რუსულ ენებზე. შეგახსენებთ, რომ პროგრამაში მოხვედრილი ბავშვები სრულიად უფასოდ ივარჯიშებენ.
ფოტო: #tagsport
">