გელა ზაალიშვილი ბაქოს გრან სლემის გამარჯვებულია. +100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში რუსი რუსლან შახბაზოვი დაამარცხა და პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა.
საქართველოს ნაკრებმა ბაქოს გრან სლემი 3 მედლით დაასრულა. ვერცხლის მედალს თემურ ნოზაძე (-60 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედალი ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) მოიპოვა.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო