სოფიკო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი წყვილთა შორის მოიგო!
ქართველმა ჩოგბურთელმა ემილი უები სმიტთან ერთად პორტუგალიურ ფინალში იტალიურ-კოლუმბიური წყვილი - მარტინა კოლმენია, მარია ფერნანდა ერასო გონსალესი - დაამარცხა 6:3, 6:0. გადამწყვეტი შეხვედრა 50 წუთში დასრულდა.
30 წლის სოფიკო შაფათავა WTA-ს რეიტინგში სადღეისოდ 417-ე ჩოგანია, წყვილთა შორის კი 222-ე გახლავთ.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო