ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საპლაჟო ჭიდაობა - 4 ოქრო ბრაზილიიდან

საქართველოს ნაკრებმა საპლაჟო ჭიდაობის მსოფლიო სერიის რიგით მეორე ტურნირზე 4 ოქროს მედალი მოიპოვა. რიო დე ჟანეიროში ჩვენმა გუნდმა ოთხი მოჭიდავით იასპარეზა და ოთხივე მათგანი ტურნირის ჩემპიონი გახდა. ტურნირზე სან დიეგოს მსოფლიოს ქვიშის პირველი თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდა. ქართველ მოჭიდავეებს წინ ორი შეჯიბრება ელით, რის შემდეგაც გაირკვევა, თუ რამდენი მოჭიდავით იასპარეზებს ჩვენი გუნდი სან დიეგოში.

 

🥇 ლევან ქელეხსაშვილი - 70 კგ
🥇 დავით ხუციშვილი - 80 კგ
🥇 დავით მარსაგიშვილი - 90 კგ
🥇 მამუკა კორძაია - +90 კგ



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო