ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძიუდო: მეორე მედალი ბაქოს გრან სლემზე!

აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე გრან სლემზე საქართველოს ნაკრებმა დღეს მეორე, ამჯერად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა: 81კგ წონით კატეგორიაში კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ტატო გრიგალაშვილი შედგა! გუშინ ვერცხლს დაეუფლა თემურ ნოზაძე (60კგ).

ქართველმა ფალავანმა ასპარეზობა 1/16-ფინალიდან დაიწყო, სადაც რუმინელ ვლად ვისანს სძლია. მომდევნო შეხვედრაში გრიგალაშვილმა ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი დაამარცხა, რომელიც პირველი წრიდან თავისუფალი გახლდათ. 1/4-ფინალში ტატომ მასპინძელთა ფავორიტ მურად ფატიევს აჯობა.

ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ქართველი ბულგარელ ივაილო ივანოვთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის კი ბერძენი ალექსიოს ნტანაციდისი დაამარცხა. რაც შეეხება ჩემპიონს, ივანოვი ფინალში ისრაელის ნაკრების ლიდერ საგი მუკისთან დამარცხდა. სწორედ ებრაელმა სპორტსმენმა სძლია 1/4-ფინალში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ წევრ ნუგზარ ტატალაშვილს. მანამდე ვეტერანმა ქართველმა ჯერ მონტენეგროელი სრჯან მრვალიევიჩი შეაჩერა, შემდეგ კი ხორვატი დომინიკ დრუზეტა.

73კგ წონაში მხოლოდ ბექა შავდათუაშვილმა იჭიდავა. ის პირველი წრიდან თავისუფალი იყო, 1/8-ფინალში კი ვერაფერი მოუხერხა ბერძენ გეორგიოს აზოიდისს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო