საქართველოს გოლფის ფედერაციის ინიციატივით თბილისი ჰილსის გოლფის კლუბში შემეცნებითი მედია-ტური მოეწყო. გოლფის ფედერაცია 2007 წელს დაფუძნდა, 2015 წელს კი გოლფის მსოფლიო ფედერაციის და გოლფის ევროპის კავშირის წევრი გახდა.
მედია-ტურში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის და სხვადასხვა სპორტული ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.
თბილისი ჰილსის გოლფის მოედანი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ფედერაციის ხელმძღვანელთა ინიციატივითა და ძალისხმევით კი მალე ოფიციალურ შეჯიბრებებსაც უმასპინძლებს.
„18 მაისს საქართველოს ჩემპიონატის ოფიციალური გახსნაა. პირველობის შედეგების მიხედვით საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც ზაფხულში, ვილნიუსში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. გოლფის ისტორიაში საქართველოს ნაკრები პირველად წარსდგება ასეთ დიდ საერთაშორისო ტურნირში“, - განაცხადა გოლფის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მიხეილ ძაძამიამ.
მისივე თქმით, შემოდგომით საქართველოში საერთაშორისო ტურნირის ჩატარებაც იგეგმება.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო