10-12 მაისს აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო გრან სლემს უმასპინძლებს. შეჯიბრება ჰეიდარ ალიევის სახელობის საჭიდაო არენაზე გაიმართება.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ბაქოში ამ შემადგენლობით იასპარეზებს:
60კგ: ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე
73კგ: ბექა შავდათუაშვილი
81კგ: ნუგზარ ტატალაშვილი, ტატო გრიგალაშვილი
90კგ: ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლაშა ბექაური
100კგ: ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი
+100კგ: გელა ზაალიშვილი, გიორგი ზაქარიაძე
გოგონათა შორის 48კგ წონით კატეგორიაში მარი მახარაშვილი იჭიდავებს, 52კგ-ში კი ტატიანა ლევიცკა-შუკვანი.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგს 7 წონითი კატეგორიიდან 5-ში ქართველები ლიდერობენ: 60კგ - რობერტ მშვიდობაძე რუსეთის სახელით; 66კგ - ვაჟა მარგველაშვილი; 90კგ - ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის სახელით; 100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი; +100კგ - გურამ თუშიშვილი.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო