ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: ახალგაზრდები ჩემპიონები არიან!

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქში გამართული დუმიტრუ პირვულესკუს და ვასილე იორგას მემორიალი 8 მედლით დაასრულა.

5 ოქრო და 3 ბრინჯაო - ასეთია ქართველი ფალავნების მონაგარი. ამ შედეგმა ნაკრებს გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი მოუტანა. მემორიალი გაერთიანებული მსოფლიო ჭიდაობის - UWW - ის ეგიდით ჩატარდა.

ბუქარესტში ჩემპიონი და პრიზიორები გახდნენ:
ჩემპიონი: ფრიდონ აბულაძე (55კგ), დიეგო ჩხიკვაძე (60კგ), ოთარ აბულაძე (72კგ), ბექა გურული (82კგ), გიორგი ქაცანაშვილი (87კგ)
III ადგილი: ლერი აბულაძე (63კგ), კოკა ღარიბაძე (97კგ), რობინზონ ესაძე (130კგ)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო