ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თავისუფალი ჭიდაობა: ახალგაზრდების 9 მედალი და მესამე ადგილი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქში გამართული დუმიტრუ პირვულესკუს და ვასილე იორგას მემორიალი 9 მედლით დაასრულა.

გუნდურ ჩათვლაში ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. მემორიალი გაერთიანებული მსოფლიო ჭიდაობის - UWW - ის ეგიდით ჩატარდა.

ბუქარესტში ჩემპიონი და პრიზიორები გახდნენ:
ჩემპიონი: ოთარ ბაგაური (79კგ)
II ადგილი: თემურ ბერუაშვილი (74კგ), ბაგრატ გაგნიძე (79კგ)
III ადგილი: გიორგი გეგელაშვილი (57კგ), თორნიკე ქათამაძე (61კგ), გოგა მამიაური (74კგ), გიორგი ნებუნიშვილი (86კგ), დავით ქოჩქიანი (92კგ), ვასილ ხვისტანი (125კგ)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო