საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს 6 ქალაქში „ჯუნიორ NBA-GBF ლიგის“ გათამაშება მეოთხედ გაიმართება.
მატჩები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თელავსა და ხაშურში 11-12 წლის მოზარდ კალათბურთელთა 60 გუნდის მონაწილეობით ჩატარდება, გამარჯვებული გუნდი კი ივნისში გასამართ ფინალურ სერიაში გამოვლინდება.
„ჯუნიორ NBA-GBF ლიგის“ კენჭისყრა 4 მაისს ვერის ბაღში მდებარე კალათბურთის დარბაზში გაიმართა, სადაც სხვადასხვა რეგიონის გუნდებს სიმბოლურად NBA-ის კლუბების სახელები მიენიჭათ და მაისურები და ბურთები გადაეცათ.
კენჭისყრაში მონაწილეობა ვეტერან კალათბურთელებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე მიხეილ გიორგაძემ მიიღო.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო