ირაკლი ცირეკიძე იუბილარია! ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში, 3 მაისს 37 წლის გახდა! ცირეკიძე 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. პეკინის ოლიმპიადამდე, ქართველმა ძიუდოისტმა რიო დე ჟანეიროში გამართული მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონატი მოიგო. ამავე წელს გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული. 2008 და 2011 წლებში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა, ხოლო 2006 და 2008 წლებში საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი მოიგო.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო