საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ნაკრები საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულია! ოდესაში გამართულ ტურნირზე, ქართველმა ჟურნალისტებმა ხუთივე მატჩი მოიგეს და „მედიის თასი 2019“-ის გამარჯვებულები გახდნენ!
პირველ შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა გერმანია 3:1 დაამარცხა, რასაც მოჰყვა მოლდოვასთან გამარჯვება - 1:0. მესამე მატჩში ქართველმა ჟურნალისტებმა აზერბაიჯანელ კოლეგებს 1:0 სძლიეს, რის შემდეგაც ჯერ ლატვიელები დაამარცხეს 1:0, ხოლო შემდეგ მასპინძელ უკრაინასთან 2:1 იმარჯვეს.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო