ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე ევროპის ჩემპიონის, დავით კვაჭაძის სახელობის კრივის მე-3 საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. დასკვნით დღეს, 20 აპრილს ფინალური ორთაბრძოლები 10 წონით კატეგორიაში გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა 4 ოქროს მედალი მოიპოვა.
ტურნირში 7 ქვეყნის უფროსი ასაკის მოკრივეებმა იასპარეზეს, მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებმა. ქართველი მოკრივეების გარდა მედლებისთვის აზერბაიჯანის, ბელარუსის, რუსეთის, სომხეთის, უკრაინისა და ჩეხეთის წარმომადგენლები იბრძოდნენ.
ტურნირი, რომელიც ბ კატეგორიისაა და შეტანილია ევროპის კრივის ფედერაციის ოფიციალურ კალენდარში, საზეიმოდ 16 აპრილს გაიხსნა. ცერემონიას მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრო. სპორტსმენებსა და გულშემატკივარს ევროპის ჩემპიონმა დავით კვაჭაძემ მიმართა.
ფოტო: გელა ბედიანაშვილი
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო