ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სამბო: 17 მედალი ევროპის ჩემპიონატზე!


სამბოში ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონატს 12-14 აპრილს ლიმასოლმა (კვიპროსი) უმასპინძლა. საქართველოს გუნდებმა ჯამში 3 ოქროს, 8 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ახალგაზრდებს შორის ერთი მედალი მარიამ ცერცვაძემ მოიპოვა: +80კგ წონით კატეგორიაში ის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ჭაბუკებს შორის საქართველოს ნაკრები არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა, ახალგაზრდებს შორის კი მეორე ადგილი დაიკავა.

ჭაბუკები:
ჩემპიონი: კობა აკოფაშვილი (70კგ)
II ადგილი: ანზორ სიდამონიძე (52კგ), ვიტალი ქაქუთია (56კგ), ელიზბარ თურქია (60კგ), გიორგი ჩაგელიშვილი (87კგ), საბა ინანეიშვილი (+87კგ)
III ადგილი: ვახტანგ ტაბარუკიშვილი (56კგ), გიორგი შერაზადიშვილი (81კგ)

ახალგაზრდები:
ჩემპიონი: გაგა ბახტიძე (68კგ), თორნიკე გვიჭიანი (74კგ)
II ადგილი: ომარ საური (100კგ), ლევან ცარელაშვილი (+100კგ)
III ადგილი: გიორგი მეხრიშვილი (48კგ), გოგა ვარდოსანიძე (52კგ), დიმიტრი კობაური (82კგ), გოჩა ღვაჩლიანი (90კგ)

გოგონები, ახალგაზრდები:
II ადგილი: მარიამ ცერცვაძე (+80კგ)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო