ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძალოსნობა: გოგა ჩხეიძე ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია!

ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გოგა ჩხეიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! 22 წლის ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 308კგ დაძლია და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე შედგა! გარდა ამისა, აკვრაში გოგა ვერცხლის მედალს დაეუფლა.
67კგ წონაში მოასპარეზე ჩხეიძემ ატაცში სამივე ცდა გამოიყენა - 132-136-139კგ. ამ დისციპლინაში ის მეოთხე ადგილზე გავიდა.

ჩხეიძემ აკვრა 165კგ-ით დაიწყო, ხოლო მეორე ცდაზე 169კგ დაძლია. ამით მან აკვრასა და ორჭიდში ევროპის რეკორდი დაამყარა 23-წლამდელთა შორის. მესამე ცდაზე მწვრთნელებმა 173კგ შეუკვეთეს, მაგრამ ამ წონას ახალგაზრდა ძალოსანი ვეღარ მოერია.

ოქროს მედალი ფრანგ ბერნარდინ მატამს ერგო, რომელმაც ჩხეიძეს 4კგ-თი აჯობა - 312კგ დაძლია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ (61კგ) ატაცში მოიგო ოქროს მედალი.

ხვალ ბათუმის ფიცარნაგზე ორი ქართველი იასპარეზებს: C ჯგუფში მაკა ვეფხვაძე (64კგ) გამოვა, B ჯგუფში კი არჩილ მალაყმაძე (73კგ).



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო