ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძიუდო: ლუკა მაისურაძე ჩემპიონია!

ანტალიის გრან პრიზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა: 81კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძემ იპირველა! ახალგაზრდა ფალავანმა კარიერაში გრან პრის პირველი ოქრო მოიგო!

ჯიმ ჰეიმანი (ჰოლანდია), მატიას კასე (ბელგია), ბოგდან ზუსკო (უკრაინა), ანტუან ვალუა-ფორტიე (კანადა), ხასან ხალმურზაევი (რუსეთი) და კრისტიან პარლატი (იტალია) - მაისურაძემ ზედიზედ 6 მეტოქე დაამარცხა! განსაკუთრებით შთამბეჭდავი ოლიმპიურ ჩემპიონ ხალმურზაევთან ტრიუმფია.

21 წლის ლუკა მაისურაძე საქართველოს შარშანდელი ჩემპიონატის გამარჯვებულია, 2017 წელს კი ეს ტიტული 21-წლამდელებშიც მოიგო.

ანტალიის გრან პრის ოქრო მისთვის მეორე მედალია 2019 წლის სეზონში: 16 მარტს, ეკატერინბურგის გრან სლემზე ქართველმა ბრინჯაო მოიპოვა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო