ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ბათუმში ევროპის ძალოსნობის ჩემპიონატი გაიხსნა

6-13 აპრილს, ბათუმის ახალი სპორტის სასახლე, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 40-ზე მეტი ქვეყნის 400 სპორტსმენი მიიღებს.

ევროპირველობის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ და ევროპისა და საქართველოს ძალოსნობის ფედერაციების ხელმძღვანელმა პირებმა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ერთი თვეა ბათუმში, ახალ სპორტის სასახლეში გადის მოსამზადებელ შეკრებას. გიორგი ასანიძის გუნდი ევროპირველობაზე ოპტიმალური შემადგენლობით გამოვა. გუნდთან ერთად არის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. ევროპის ჩემპიონატზე მედლების გარდა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება.

ფოტო: გელა ბედიანაშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო