ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძალოსნობა: ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საათები რჩება

ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ბათუმში ევროპის ძალოსნობის ფედერაციის - EWF - კონგრესი გაიმართა. დღის წესრიგში 14 საკითხი შედიოდა, მათ შორის იყო ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების გაცნობა.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა დელეგატებს ბათუმი 2019-ის მიერ გაწეული სამუშაოები გააცნო. ამასთან, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისადმი გამოხატული ნდობისთვის ევროპის ხელმძღვანელ ფედერაციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე ევროპის ჩემპიონატს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.

ბათუმში გაწეული სამუშაოები უმაღლეს დონეზე შეაფასა EWF-ის პრეზიდენტმა ანტონიო ურსომ. ევროპის ფედერაციის ხელმძღვანელის თქმით, შთაბეჭდილებები საუკეთესოა. „დარწმუნებული ვარ წინ საინტერესო დღეები გველის. მადლობა საქართველოს“,- განაცხადა ანტონიო ურსომ.

კონგრესის დელეგატები ასევე გაეცნენ წლეულს ჩასატარებელ ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატებისთვის მასპინძელი ქალაქების სამზადისს. ვრცლად იყო წარმოდგენილი 2020 წლის მოსკოვის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების გეგმა. კონგრესის დასასრულს, EWF-ის პრეზიდენტმა ძალოსნობის ინვენტარის უმსხვილეს მომწოდებელს, შვედურ ELEIKO-ს ჯგუფის წარმომადგენელს ძალოსნობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დიპლომი გადასცა. თავის მხრივ ელეიკოსგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს ანტონიო ურსომ და კახი კახიაშვილმა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო