ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!

15 წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ქართველმა წყალბურთელებმა თბილისში გამართულ ევროპირველობის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 5-დან 4 მატჩი მოიგეს. გელა ტუკვაძის გაწვრთნილმა გუნდმა სლოვაკეთი (11:7), ბულგარეთი (18:4), ლიეტუვა (13:5) და აზერბაიჯანი (31:2) დაამარცხა, ბოლო შეხვედრაში სერბეთთან 6:13 დამარცხდა და D ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, რის შედეგადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საზგური მოიპოვა.

2019 წლის ევროპირველობას 21-დან 28 ივლისის ჩათვლით ბულგარეთის ქალაქი ბურგასი უმასპინძლებს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო