ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ანტალიის გრან პრიზე

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის - IJF - მსოფლიო ტური 5-7 აპრილს თურქეთში, ანტალიის გრან პრით გაგრძელდება.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა დაასახელეს ის სპორტსმენები, რომლებიც ანტალიაში იასპარეზებენ.

ვაჟთა გუნდში არიან:
60კგ - ჯაბა პაპინაშვილი, ირაკლი კუპატაძე
66კგ - ბაგრატ ნინიაშვილი ვანო მახათაძე
73კგ - ლაშა გიუნაშვილი, ბექა შავდათუაშვილი
81კგ - ლუკა მაისურაძე, ვლადიმერ ახალკაცი
90კგ - გიორგი პაპუნაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი
100კგ - ზაურ კენჭაძე
+100კგ - ლევან მატიაშვილი, გიორგი ქავთარაძე

გოგონათა შორის იასპარეზებენ:
48კგ - ნატალია ყიფშიძე
52კგ - მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი
57კგ - ეთერ ლიპარტელიანი
70კგ - მარიამ ჭანტურია
+78კგ - სოფიო სომხიშვილი

29-31 მარტს გრან პრის თბილისმა უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა საშინაო ტურნირზე 10 მედალი მოიპოვა - 2-2 ოქრო და ვერცხლი და 6 ბრინჯაო.
თბილისის გრან პრის ჩემპიონები გახდნენ: ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ).
მეორე ადგილს და ვერცხლის მედალს დასჯერდნენ: გიორგი პაპუნაშვილი (90კგ) და გიორგი თუთაშვილი (66კგ).
ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: ჯაბა პაპინაშვილი (60კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66კგ), ვალერი იაშვილი (73კგ), ტატო გრიგალაშვილი (81კგ), ბექა ღვინიაშვილი (90კგ) და ონისე ბუღაძე (+100კგ).



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო