ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: საქართველომ ვახტანგაძის თასი მოიგო!

ბათუმმა მსოფლიოს ჩემპიონი მუხრან ვახტანგაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის. ახალგაზრდა ფალავნების პაექრობას ქალაქის სპორტსკოლის დარბაზმა უმასპინძლა.

ეს ტურნირი რამდენიმე წელია გაერთიანებული მსოფლიო ჭიდაობის - UWW - ეგიდით ტარდება და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ასაკობრივი შეჯიბრებაა.

წლევანდელ გათამაშებაში ირანის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საბერძნეთის, თურქეთის, ბელარუსის და ისრაელის ახალგაზრდულმა გუნდებმაც იასპარეზეს.

შესანიშნავად გამოვიდნენ უძლიერესი შემადგენლობით ჩამოსული ირანელები, რომლებმაც 5 წონით კატეგორიაში მოიპოვეს ოქროს მედლები. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 197 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა, ირანი მეორე იყო 192 ქულით, მესამე ადგილზე კი სომხეთი გავიდა (119).

საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები
55კგ
1.ფრიდონ აბულაძე
2.აკაკი ოსიაშვილი
3.რაიკო რაიკოვი (ბულგარეთი) და ალი ნოურბაქში (ირანი)

60კგ
1.დიეგო ჩხიკვაძე
2.ბექა გურული
3.ვასილ ხაჩიძე და ჰასან მამადლი (აზერბაიჯანი)

63კგ
1.ლერი აბულაძე
2.საედ არმანდაშტაკი (ირანი)
3.ევსემ შველიძე და რუბერ ჰაკოვიანი (სომხეთი)

67კგ
1.ხვიჩა ანანიძე
2.ნიაზ არზუმანოვი (აზერბაიჯანი)
3.ფურკან ილდიზი (თურქეთი) და ბეჰნამ მარუბჰანი (ირანი)

72კგ
1.მოჰამედრეზა მოჰტარი (ირანი)
2.ანდრე სამეცი (ბელარუსი)
3.ოთარ აბულაძე და მოჰამედრეზა როსტამი (ირანი)

77კგ
1.მოჰამად ნაგოუსი (ირანი)
2.აშოტ კირაკოსიანი (სომხეთი)
3.დავით სოლოღაშვილი და არტიომ ვოლოსკოვიჩი (ბელარუსი)

82კგ
1.ჰოსეინ ფოროუზადე (ირანი)
2.ბექა გურული
3.მუსტაფა ოლგუნი (ირანი) და ილიას პაგკალიდისი (ბელარუსი)

87კგ
1.ჰასან ფოროუზადე (ირანი)
2.მუჰიტინ სარიჩიჩეკი (თურქეთი)
3.გიორგი მეტრეველი და ლაჩინ ვალიევი (აზერბაიჯანი)

97კგ
1.აბოლფაზი სეიდმაჰდავი (ირანი)
2.ჰამედ აბდოვალი (ირანი)
3.პავლოვ კალოიანი (ბულგარეთი) და ტარიშ აბიევი (აზერბაიჯანი)

130კ
1.ნიკოლას ტოუნიასი (საბერძნეთი)
2.კუკური ბარბაქაძე
3.ჰასან იუსუპოვი (აზერბაიჯანი) და სამვე სიმონიანი (სომხეთი)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო