ქვიშის ჭიდაობის მსოფლიო სერიების პირველ ეტაპზე წარმატებულად იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა. ქართველმა მოჭიდავეებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვეს.
პორტუგალიის ქალაქ ჩავესში გამართულ შეჯიბრებაზე, ლაშა ლომიძისა და აკაკი კუნჭულიას ხელმძღვანელობით 5 სპორტსმენი გაემგზავრა. ოქროს მედლებს ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ) და დათო მარსაგიშვილი (90 კგ) დაეუფლნენ. ტურნირზე იმსაჯა ქართველმა მსაჯმა რუსლან დარსანიამ. პორტუგალიაში გამართული შეჯიბრება 2019 წლის სან დიეგოს მსოფლიოს ქვიშის თამაშების პირველი სალიცენზიო ტურნირი იყო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ)
დავით ხუციშვილი (80 კგ)
დათო მარსაგიშვილი (90 კგ)
მამუკა კორძაია (+90 კგ)
როლანდ ანდრიაძე (+90 კგ)
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო