ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ქართველი მოჭიდავეები ქვიშის ჭიდაობის მსოფლიო სერიებში ერთვებიან

პორტუგალიის ქალაქი ჩავესი ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიების პირველ ეტაპს მასპინძლობს. ტურნირი 2019 წლის სან დიეგოს მსოფლიოს ქვიშის თამაშების პირველი სალიცენზიო შეჯიბრებაა.

ჩავესში საქართველოს ქვიშის ჭიდაობის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, აკაკი კუნჭულიას ხელმძღვანელობით, 5 სპორტსმენი გაემგზავრა. ტურნირზე იმსაჯებს რუსლან დარსანია. დელეგაციის ხელმძღვანელია საქართველოს სპორტის ქვიშის სახეობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ლაშა ლომიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: 

ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ)

დავით ხუციშვილი (80 კგ)

დათო მარსაგიშვილი (90 კგ)

მამუკა კორძაია (+90 კგ)

როლანდ ანდრიაძე (+90 კგ)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო