ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თორნიკე შენგელია და 11 საუკეთესო

ბასკონიას ქომაგებმა თორნიკე შენგელია კლუბის ყველა დროის საუკეთესო 12 მოთამაშეს შორის დაასახელეს. ბასკეთის დედაქალაქი ვიტორია-გასტეისი წელს ევროლიგის ოთხთა ფინალს მასპინძლობს და გამოკითხვაც ამ მოვლენას მიეძღვნა.

12 რჩეულის საპატივცემულოდ ბასკონიას ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, ლუდის მწარმოებელმა კომპანია ამბარმა, კალათბურთელების ფოტოებით დამშვენებული სასმელი შესთავაზა გულშემატკივრებს. „ისტორია უნდა შეისვას“, - განაცხადა ენრიკე ტორგეტმა, ვინც ამბარის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახლავთ.

12 საუკეთესო ბასკონიელი 103 მოთამაშიდან შეარჩიეს. თორნიკეს გარდა ქომაგების რჩეულთა შორის მოხვდნენ: ლუის სკოლა, ანდრეა ნოჩიონი, პაბლო პრიჯიონი, ელმერ ბენეტი, იგორ რაკოჩევიჩი, ტიაგო სპლიტერი, არვიდას მაციაუსკასი, მირზა ტელეტოვიჩი, იოანის ბურუსისი, ხოსე მანუელ კალდერონი და მარსელინიო უერტასი.

ევროლიგის ოთხთა ფინალი 17 და 19 მაისს გაიმართება ფერნანდო ბუესას სახელობის დარბაზში.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო