ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ქართველი ძიუდოკების მეტოქეები გაირკვა

თბილისის გრან პრიზე ქართველი ძიუდოკების მეტოქეები გაირკვა. წილისყრა დღეს გაიმართა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“. ღონისძიებას დაესწრნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე,საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი და ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები.

საქართველოს ვაჟ და გოგონათა ნაკრები გუნდები ოლიმპიურ სასახლეში გაფართოებული შემადგენლობით იასპარეზებენ. მწვრთნელებმა ლიდერებთან ერთად ბოლო ხანს წარმატებული ფალავნებიც მიიწვიეს, რამდენიმე პირველ ნომერს კი დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება მისცეს.
შეგახსენებთ, რომ ასპარეზობები ოლიმპიურ სასახლეში ხვალ დილიდან დაიწყება, ტურნირი კი 31 მარტს დასრულდება.
თბილისი IJF-ის გრან პრის ზედიზედ მეექვსედ უმასპინძლებს.

60კგ
კუპატაძე - ჯუმაიევი (თურქმენეთი)
ნოზაძე - აღაევი (აზერბაიჯანი)
ჩხვიმიანი - ჟენისბეკი (უზბეკეთი) vs კოროციდისი (საბერძნეთი)
ჯ.პაპინაშვილი - ხალმატოვი (უკრაინა)

66კგ
გუგულაშვილი - შერშანი (ბელარუსი)
ჭიკაიძე - ფალკივსკი (უკრაინა)
ნინიაშვილი - ბერნსი (ირლანდია)
თუთაშვილი - ოლეინიკი (პორტუგალია)

73კგ
გიგანი - განბოლდი (მონღოლეთი)
იაშვილი - მინკოვი (ბელარუსი)
ჩიხელიძე - ჯუმანიაზოვი (თურქმენეთი)
გიუნაშვილი - შოკა (ბელარუსი)

81კგ
კაციაშვილი - კონრადი (გერმანია)
დონღვანი - რასულოვი (უზბეკეთი) vs ბალამპანა (საბერძნეთი)
გრიგალაშვილი - ომიროვი (თურქმენეთი)
მჭედლიშვილი - მარკონჩინი (იტალია)

90კგ
პაპუნაშვილი - გროსკლაუსი (შვეიცარია)
ღვინიაშვილი - ფინესი (სეიშელის კუნძულები)
ჭრიკიშვილი - კლიავუსოვი (ბელარუსი)
მარგიანი - ბობონოვი (უზბეკეთი)

100კგ
ტაველური - ბაუზა (ლიეტუვა)
ბერიაშვილი - მუხამეთხანოვი (ყაზახეთი)
სანებლიძე - სმიტი (აშშ)
ჩიქოვანი - ხანჯიანი (სომხეთი)

+100კგ
ბუღაძე - დაურბეკოვი (რუსეთი)
ზაალიშვილი - დ’არკო (იტალია)
ოქრუაშვილი - დრაგიჩი (სლოვენია)
მატიაშვილი - ტადეჰარა (აშშ)

გოგონები
ციხელაშვილი (48კგ) - ბრიჟიდა (ბრაზილია)
მახარაშვილი (48კგ) - რენიქსი (დიდი ბრიტანეთი)
ყიფშიძე (48კგ) - ნაზაროვა (თურქმენეთი)
ლევიცკა-შუკვანი (52კგ) - ბაბამურატოვა (თურქმენეთი)
ჯანაშვილი (52კგ) - მოკდარი (საფრანგეთი)
ლიპარტელიანი (57კგ) - დორვინი (კუბა)
ბებოშვილი (63კგ) - ტრაიდოსი (გერმანია)
ჭანტურია (70კგ) - ვარგას კოხი (გერმანია)
სომხიშვილი (+78კგ) - გერი (იტალია)

ფოტო: გელა ბედიანაშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო