ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ხელბურთი: 17-წლამდელ გოგონათა ნაკრების წარდგენა სეოკში

3-11 აგვისტოს საქართველო 17-წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 10 ქვეყანის ნაკრები: სერბეთი, უკრაინა, შვეიცარია, ფინეთი, ლიტვა, ბულგარეთი, ფარერის კუნძულები, საბერძნეთი, ლატვია და საქართველო.

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ევროპის ჩემპიონატში მონაწილე ჩვენი ქვეყნის 17-წლამდელ გოგონათა ნაკრების წარდგენის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ამასთან ერთად, გამოიფინა ჩემპიონატის ლოგოს კონკურსში მონაწილე ორმოცდაათამდე ნიმუში. სპეციალურმა ჟიურიმ გამარჯვებულად თეონა ოთხოზორიას მიერ შექმნილი ესკიზი გამოაცხადა. ღონისძიებას დაესწრნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და მოწვეული სტუმრები.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო