ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით გურამ თუშიშვილი თბილისის გრან პრიზე ვერ იჭიდავებს. ეს ცნობა საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ გაავრცელა.
მსოფლიოს ჩემპიონმა შარშან ყაზახეთში, იქაური ეროვნული ჭიდაობის კურაშის მსოფლიო პირველობაზე იასპარეზა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი დებულების მიხედვით მათ, რომლებიც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში არიან, ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა.
გურამ თუშიშვილი ორთვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ათვლა 25 მარტიდან იწყდება.
ქართული სპორტი
2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო