ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სამბო: 5 მედალი მოსკოვიდან

საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მოსკოვის საერთაშორისო ტურნირი 5 მედლით დაასრულა, აქედან 3 გოგონებმა მოიპოვეს.

ნინო ოძელაშვილი (72კგ) ჩემპიონი გახდა, სალომე აბაშიძე (60კგ) ფინალში დამარცხდა, ხოლო ელენე ქებაძემ (+80კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ვაჟთა შორის ბექა ბერძენიშვილმა (+100კგ) მოიგო ჩემპიონის ტიტული, ხოლო ბესიკ ბერულავა (82კგ) მესამე ადგილზე გავიდა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო